Thumbnail

ვაკოს დუბლი აშშ-ის თასზე - ყაზაიშვილმა სან ხოსე 1/8-ფინალში გაიყვანა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სან ხოსემ აშშ-ის თასზე საკრამენტოს ყაზაიშვილის გოლებით მოუგო
  • 26 წლის ქართველი ნახევარმცველი თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო
  • ვაკომ ამერიკულ გუნდში დუბლი წელს პირველად მიითვალა

ვაყო ყაზაიშვილის დუბლით, სან ხოსემ აშშ-ის თასის გათამაშებაში (US Open Cup) საკრამენტო დაამარცხა. MLS-ში მოთამაშე კალიფორნიულმა გუნდმა, რომლის ღირსებას ვაკო ყაზაიშვილთან ერთად გურამ კაშიაც იცავს, საკუთარ მოედანზე ამერიკის რანგით მესამე ლიგის გუნდს 1/16-ფინალური დაპირისპირება ანგარიშით 4:3 მოუგო.

გურამ კაშიას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო იყო და თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. 

26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 78-ე წუთზე სტუმართა საჯარიმო მოედნის გარედან, ძლიერი დარტყმით შეაგდო, რაშიც საკრამენტოს მცველი და რიკოშეტიც დაეხმარა. 

ვაკომ თავისი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი კომპენსირებულ დროში გახადა, როდესაც თანაგუნდელის პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სტუმრებმა ბოლო წუთებში მხოლოდ სხვაობა შეამცირეს, სან ხოსე კი ⅛-ფინალში გავიდა.

ვაკო ყაზაიშვილმა წელს MLS-ში ჩატარებულ 13 მატში ერთი გოლი გაიტანა, რასაც თასზე შესრულებული დუბლი დაუმატა.

კომენტარები

ბოლო ამბები