Thumbnail
  • 27 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი რეალიდან შესაძლოა ნაპოლიში გადაბარგდეს
  • იუწყებიან, რომ ხამეს როდრიგესი კარლო ანჩელოტის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

მადრიდის რეალის კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც ბოლო დრომდე იჯარით მიუნხენის ბაიერნში გამოდიოდა, ნაპოლის პრიორიტეტული სამიზნეა. 

იტალიური მედიის ცნობით, მისი გუნდში ხილვით პირადად ნეაპოლელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია დაინტერესებული, რომლისთვისაც 27 წლის ფეხბურთელი ამ ზაფხულში მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ასევე იუწყებიან, რომ ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისს ხამესის იჯარით აყვანა, გამოსყიდვის ოპციით სურს.

ასევე იწერება, რომ ნაპოლი ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს უმზადებს და თუკი ტრანსფერი შედგება, კოლუმბიელი წელიწადში 6,5 მილიონ ევროს მიიღებს. 

თუ გარიგება შედგა, კარლო და ხამესი ერთად მესამე კლუბში იმუშავებენ

საქმე ისაა, რომ ხამეს როდრიგესზე იმედებს არც მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ამყარებს და მზადაა, მისი გაყიდვის ვარიანტი განიხილოს. იუწყებიან, რომ მადრიდული კლუბი ხამესს 42 მილიონ ევროდ შეელევა.

კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ხამესი თავის დროზე რეალშიც გამოდიოდა და ბაიერნშიც. კოლუმბიელმა ბოლო ორი სეზონი იჯარით სწორედ მიუნხენურ გუნდში გაატარა, მაგრამ საბოლოოდ ბაიერნმა მისი ტრანსფერის გამოსყიდვისგან თავი შეიკავა. 

ხამეს როდრიგესმა ბაიერნში გატარებულ პერიოდში, ყველა ტურნირის 67 მატჩში ითამაშა, გაიტანა 15 გოლი და მიითვალა 20 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები