Thumbnail
  • ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია
  • ლეო მესიმ ფლოიდ მეივეზერს გაასწრო

პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენთა განახლებული სია გამოაქვეყნა - ისტორიაში პირველად "ფორბსის" სიას სათავეში ლიონელ მესი ჩაუდგა. 

ის წელიწადში $127 მილიონს იღებს, რომელთაგანაც 35 მილიონი სპონსორებისგანაა - "ადიდასი", "პეპსი", "მასტერკარდი" და სხვები. 

ლეო ბოლო 19 წლის განმავლობაში მხოლოდ მე-4 სპორტსმენია, ვინც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადის "ტიტულს" ფლობს - ამ წლების განმავლობაში ასეთები იყვნენ: ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 12-ჯერ, ფლოიდ მეივეზერი (პროფესიული კრივი) - 4-ჯერ და კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 2-ჯერ. 

წაიკითხე | რონალდო და მესი გაიაფდნენ - TRANSFERMARKT-მა ფასები განაახლა

ლეომ პირველ ადგილზე მეივეზერი შეცვალა, რომელსაც ბოლო 12 თვე არსად უასპარეზია. პირველ სამეულში ყველა ფეხბურთელია - ლეოს კრიშტიანო რონალდო ჩამორჩება - $109 მილიონი, შემდეგ კი მოდის ნეიმარი - $105 მილიონი. 

"ფორბსმა" ეს სია პირველად 1990 წელს გამოაქვეყნა, სიაში TOP 3-ში ფეხბურთელები კი პირველად მოხვდნენ. 

ფორბსის სია. TOP 10

1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - $127 მილიონი 

2. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 109

3. ნეიმარი (ფეხბურთი) - 105

4. საულ ალვარესი (კრივი) - 94

5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 93.4

6. რასელ უილსონი (ამ. ფეხბურთი) - 89.5

7. აარონ როჯერსი (ამ. ფეხბურთი) - 89.3

8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 89

9. სტეფ კარი (კალათბურთი) - 79.8

10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 65.4

კომენტარები

ბოლო ამბები