Thumbnail
  • სეზონის დასრულების შემდეგ Transfermarkt-მა ფასები განაახლა
  • მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სია

ცნობილმა საფეხბურთო საიტმა Transfermarkt-მა 6 ივნისს სერია A-ს ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა, ხოლო 11 ივნისს ლა ლიგის. მიუხედავად იმისა, რომ "ოქროს ბურთის" 5-5-გზის გამარჯვებულებს, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ, მათმა ფასმა მოიკლო.

34 წლის რონალდომ იუვენტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კი - ერთა ლიგა. მან 43 თამაშში 28 გოლი და 13 ასისტი მიითვალა.

31 წლის მესიმ ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. მან 50 თამაშში 51 გოლი გაიტანა და 22 ასისტი მიითვალა. 

კრიშტიანოს ფასი ამიერიდან  €90 მილიონია 100-ის ნაცვლად. ფასში 10 მილიონით დაკლების შემდეგ, ვეტერანი პორტუგალიელი საზიარო მე-16 ადგილზეა. Transfermarkt-ის მიხედვით ამდენივე ღირს გერმანელები კაი ჰავერცი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფრანგი პოლ პოგბა, ესპანელი საულ ნიგესი და ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიო.

10 მილიონი დააკლდა მესისაც, თუმცა ის ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირია - 150 მილიონი ღირს და ამ მაჩვენებლით საზიარო მე-3 ადგილზეა. 

📋 მეტი ამ თემაზე:

ყველაზე ძვირფასი მოთამაშეები. Transfermarkt

€200 მლნ - კილიან მბაპე (საფრანგეთი). 20 წლის

€180 - ნეიმარი (ბრაზილია). 27

€ 150 - მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე). 26
         - ჰარი კეინი (ინგლისი). 25
         - კევინ დე ბრუინე (ბელგია). 27
         - ლიონელ მესი (არგენტინა). 31
         - ედენ აზარი (ბელგია). 28

€130 - ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი). 28

€120 - რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი). 24

€100 - ჯეიდონ სანჩო (ინგლისი). 19
         - უსმან დემბელე (საფრანგეთი). 22
        - ნ'გოლო კანტე (საფრანგეთი). 28
        - დელე ალი (ინგლისი). 23
        - ლეროი სანე (გერმანია). 23
        - იან ობლაკი (სლოვენია). 26

კომენტარები

ბოლო ამბები