Thumbnail
  • ოკლაჰომამ ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო.
  • ვესტბრუკი ფილადელფიასთანაც შესანიშნავი იყო.
  • რასელს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
რასელ ვესტბრუკი

რასელ ვესტბრუკის ფანტასტიკური სერია გრძელდება - ფილადელფიასთან 122:112 ოკლაჰომასთვის ზედიზედ მე-8 გამარჯვებაა!

ვესტბრუკი, რა თქმა უნდა, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მან 37 ქულა, 14 პასი და 9 მოხსნა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში რასელის 20 ტყორცნიდან მიზანს მხოლოდ ექვსმა მიაღწია.

ვესტბრუკთან ერთად, ორმაგი დუბლი შეასრულა სტივენ ადამსმაც - მის ანგარიშზე 20 ქულა და 13 მოხსნა იყო.

ოკლაჰომას ზედიზედ მე-8 გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა პოლ ჯორჯმაც, რომელიც ყველა ვარსკვლავის მატჩში დემარკუს კაზინსის ნაცვლად გამოიძახეს - პოლის ანგარიშზე 31 ქულა იყო.

სიქსერსიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ჯოელ ემბიიდი გახლდათ - 27 ქულით და 10 მოხსნით მან ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ვერც მან და ვერც ბენ სიმონსმა (22 ქულა, 7 პასი) ფილადელფია მარცხისგან ვერ იხსნეს.

სიქსერსისთვის ეს ბოლო 7 მატჩში მეორე მარცხი იყო. წინა შეხვედრაში ფილამ სან ანტონიო 97:78 დაამარცხა. ემბიიდი და კომპანია აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე არიან, ოკლაჰომა კი, დასავლეთში მეხუთე პოზიციაზეა.

მომდევნო მატჩი ოკლაჰომას ვაშინგტონთან, 31 იანვარს უწევს, ფილადელფიას კი მილუოკისთან უმნიშვნელოვანესი დუელი (30 იანვარი) ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები