Thumbnail
  • აშშ-ის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
  • ჯეიმს ჰარდენი და ენტონი დევისი განაცხადში არიან
  • საბოლოო სია 16 აგვისტოს გახდება ცნობილი

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი ჩინეთში 31 აგვისტოს დაიწყება. აშშ-ის ეროვნული ნაკრები E ჯგუფში, ჩეხეთთან, თურქეთთან და იაპონიასთან ერთად მოხვდა. ‘ოცნების გუნდი’ პირველ შეხვდრას პირველ სექტემბერს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. 

მსოფლიოს ჩემპიონატამდე აშშ-ის ნაკრები 5-9 აგვისტოს ლას ვეგასში ვარჯიშებს გამართავს. გუნდში 20 მოთამაშეა გამოძახებული, თუმცა საბოლოოდ, ჩინეთში 12 მათგანი წავა. სიაში ყველა მოთამაშე NBA-დანაა. რაც ყველაზე საინტერესოა, გამოძახებულია 2018 წლის MVP ჯეიმს ჰარდენი, რომელიც ამ ფორმაციის ნაკრების ლიდერად განიხილება. ასევე გუნდშია ოლ სტარის ექვსგზის მონაწილე ენტონი დევისიც. 

აშშ-ის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა

ჰარისონ ბარნსი (საკრამენტო), ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), ერიკ გორდონი (ჰიუსტონი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), ტობიას ჰარისი (ფილადელფია), დამიან ლილარდი (პორტლენდი), კევინ ლავი (კლივლენდი), კაილ ლოური (ტორონტო), სიჯეი მაკკალუმი (პორტლენდი), კრის მიდლტონი (მილოუკი), მაილს ტერნერი (ინდიანა), კემბა უოკერი (შარლოტი), კაილ  კუზმა (ლეიკერსი), ბრუკ ლოპესი (მილოუკი), პოლ მილსეპი (დენვერი), დონოვან მიტჩელი (იუტა), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), პიჯეი ტაკერი (ჰიუსტონი).

გამოძახებულ შემადგენლობაში ხუთი ისეთი მოთამაშეა, რომელმაც შეძლო და მოიგო  ოლიმპიური ოქრო. ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან ბარნსი (2016), დევისი (2012), ჰარდენი (2012), ლავი (2012), და ლოური (2016). ასევე ხუთმა მოთამაშემ შეძლო და მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატიც - 2010 წელს ეს გორდონმა და ლავმა მოახერხეს, 2014-ში კი - დევისმა დრამონდმა და ჰარდენმა.

"ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც NBA-ს გამოცდილი და ბრწყინვალე ახალგაზრდა მოთამაშეების იდეალური ნაზავია," - აცხადებს აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოციჩი. სან ანტონიოს ლეგენდარულ დამრიგელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვებთან ერთად, გოლდენ სტეიტის თავკაცი სტივ კერიც დაეხმარება.

9 აგვისტოს, ლოს ანჯელესის წვრთნების ბოლო დასკვნით დღეს, გუნდი ორად გაიყოფა და ერთმანეთში T-mobile arena-ზე ითამაშებენ. ამის შემდეგ, გუნდი 13-15 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს, 16 აგვისტოს კი საბოლოოდ დასახელდება ის 12 მოთამაშე, რომელიც ჩინეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე წავა.

ამერიკის გუნდი მზადებას 19-24 აგვისტოს მელბურნში გააგრძელებს, სადაც ადგილობრივ ნაკრებს ორჯერ, 22-ში და 24-ში, Marvel stadium-ზე დაუპირისპირდება. აშშ 26-ში შეხვდება კანადის ეროვნულ გუნდს, 25, 27 და 28 აგვისტოს კი სიდნეიში დაგეგმილია ვარჯიშები, რის შემდეგაც გუნდი ჩინეთში გაემგზავრება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მეექვსე მატჩს?

  • გოლდენ სტეიტი
  • ტორონტო

კომენტარები

ბოლო ამბები