Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა დანიისგან ჯამში 15 გოლი გაუშვა
  • ბოლო ხუთი მატჩია ჯაბა კანკავა მოედნიდან ყვითელი ბარათის გარეშე არ გადის
  • ნაკრებმა გიბრალტართან შედარებით, თითქმის 3-ჯერ ნაკლები პასი გააკეთა

საქართველოს ნაკრებმა ერთხელაც გაუცრუა იმედები გულშემატკივრებს - კოპენჰაგენში დიდი ანგარიშით დამარცხდა დანიის ნაკრებთან - 1:5.

გთავაზობთ ამ შეხვედრის საინტერესო სტატისტიკასა და ფაქტებს. 

📋 მეტი ამ თემაზე:

სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ნაკრებმა კარისკენ 10-ჯერ დაარტყა (23 გიბრალტართან): 2 კარში წავიდა (1 გოლი), 4 აცდა, 4 დაიბლოკა. 

⚽ დანიელებმა კარისკენ 31-ჯერ (!) დაარტყეს ანუ ყოველ 2.9 წუთში ერთხელ. აქედან ლორიას კარში 10 წავიდა (5 გოლი), 13 აცდა, 8 დაიბლოკა. 

⚽ ბურთის ფლობა 44%. შევადაროთ გიბრალტართან - 73%-ს. 

⚽ საქართველოს ნაკრებმა 274 პასი გააკეთა (217 ზუსტი, 79%). დანიამ - 607. 

⚽ შედარებისთვის, გიბრალტართან საქართველოს ნაკრებმა 742 პასი გააკეთა. ეს 2.7-ჯერ მეტია. პასის სიზუსტეც 10%-ით მეტი იყო.

⚽ დანიელთაგან ყველაზე მეტი პასი ჰოიბერგმა გააკეთა - 91, მერე მოდის დელეინი და ერიკსენი - 70.

⚽ ქართველთაგან ყველაზე მეტი პასი ჯაბა კანკავამ გააკეთა - 28, შემდეგ მოდის კვეკვესკირი - 27 და კაკაბაძე 23.  

ვაკო გვილიამ შესარჩევ ციკლში მეორე საგოლე პასი გააკეთა

⚽ საბა ლობჟანიძემ ნაკრებში მე-2 გოლი გაიტანა. პირველი ოფიციალურ მატჩებში. სადებიუტო გოლი მან 2017 წლის იანვარში უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში (2:2) გაიტანა. 

⚽ გიორგი ლორიამ 4 და მეტი გოლი ნაკრებში 2015 წლის (0:4 პოლონეთთან) მერე პირველად გაუშვა, 5 კი - კარიერაში პირველად.

⚽ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში დიდი ანგარიშით მეორედ წააგო, პირველად ოფიციალურ მატჩში. პირველი განადგურება რუმინეთთან ამხანაგურ მატჩზე (2016 წ) მოდის - 1:4. 

⚽ დანიის ნაკრებმა საქართველოს 4 მატჩში 15 გოლი გაუტანა. საშუალოდ 3.75 გოლი თამაშში. 

⚽ მეტი გოლი საქართველოს ნაკრების კარში სამ ნაკრებს აქვს გატანილი: რუმინეთს (19), ირლანდიას (18) და უკრაინას (16). 15 გოლი აქვს დანიის მსგავსად, ბულგარეთის ნაკრებს. 

⚽ აქვე ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი გოლი ალბანეთს გაუტანა - 21. 

⚽ საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მესამედ წააგო. რა თქმა უნდა, ეს რეკორდი არაა - ირლანდიის ნაკრებთან 9 მარცხი გვაქვს, იტალიასთან - 7. 

⚽ ჯაბა კანკავას 82 სანაკრებო მატჩში 27 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და სამჯერ გააძევეს.

⚽ ჯაბა კანკავამ ბოლო 5 თამაშში (ყველა შეჯიბრება) ყვითელი ბარათი მიიღო. 

⚽ მან ბოლო სამ სანაკრებო თამაშში მიიღო გაფრთხილება, რისთვისაც სექტემბერში დანიასთან დისკვალიფიცირებულია.

⚽ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ნაკრების 4 გოლი 4 სხვადასხვა ფეხბურთელზე მოდის: ლობჟანიძე, გვილია, პაპუნაშვილი, არველაძე. 

⚽ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში გვილიას 2 ასისტი აქვს, ერთიც კაკაბაძეს.

⚽ ოთხივე თამაშში განაცხადში იყვნენ, მაგრამ მოედანზე ერთხელაც არ შესულან: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე და ჯაბა ჯიღაური.

⚽ ოთხივე თამაში შეუცვლელად ლორიამ, გვილიამ, კაშიამ და კვეკვესკირმა ითამაშეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები