Thumbnail
  • სარაგოსას სპორტულმა დირექტორმა ქართველი ლეგიონერის მომავალზე ისაუბრა
  • ლალო არანტეგის თქმით, კლუბი ამ ზაფხულს გიორგის გასხვისებაზე არ ფიქრობს
  • სარაგოსადან წასვლა არც საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველს სურს

სარაგოსას სპორტული დირექტორი ლალო არანტეგი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, გუნდის შემტევ ნახევარმცველთან, გიორგი პაპუნაშვილთან დაკავშირებით ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი არ იყიდება.

პაპუ სარაგოსას გულშემატკივრებში კვლავაც პოპულარულია

პაპუნაშვილი სარაგოსას ღირსებას 2017 წლის ივლისიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გიორგის 2018/19 წლების სეზონი წარმატებული ნამდვილად არ გამოუვიდა და ამის მიზეზი ტრავმებია. მან ლა ლიგა 2-ის სულ 13 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი.

ლალო არანტეგის თქმით, პაპუნაშვილი "ტრანსფერზე არ დგას" და შესაბამისად, "სარაგოსა არ აპირებს მასთან დაკავშირებით წინადადებების განხილვას, თუკი რაღაც არაჩვეულებრივი შეთავაზება" არ ექნება. სპორტული დირექტორი აღნიშნავს, რომ გიორგის "ტრავმების გამო სეზონი წარუმატებელი გამოუვიდა" და ასეთ დროს მისი გაყიდვა "არცთუ გონივრული გადაწყვეტილება" იქნებოდა. 

ლალო არანტეგის   პაპუნაშვილის სჯერა

ამავდროულად, ლალო იმედოვნებს, რომ პაპუ (როგორც გიორგის სარაგოსაში უწოდებენ) შეძლებს საუკეთესო ფორმის დაბრუნებას და ისევ ისე გაახარებს კლუბის გულშემატკივრებს, როგორც ამას 2017/18 წლების სეზონში ახერხებდა. 
 
მანამდე გიორგი პაპუნაშვილმაც განაცხადა, რომ არაგონული კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს. მეტიც, ქართველი ნახევარმცველი მომავალ სეზონში მიზნად, ლა ლიგა 2-ის კლუბთან ერთად, პრიმერაში გადასვლას გეგმავს.

მეტი ამ თემაზე: 'მიზანი ისევ ლა ლიგაა' - გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსაში რჩება

სარაგასამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 51 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები