Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების თავკაცმა დანიასთან წაგებული მატჩი შეაფასა
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი კოპენჰაგენში დიდი ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩი გამართა და მესამე მარცხი იწვნია. ვლადიმირ ვაისის გუნდმა კოპენჰაგენში დანიასთან 1:5 წააგო.

მეტი ამ თემაზე: ვაისის კოშმარი - დანიაში ისევ დიდი ანგარიშით დავმარცხდით

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

ვაისი: მოიგო უკეთესმა გუნდმა. როდესაც გავათანაბრეთ ანგარიში, შედარებით ვირწმუნეთ ჩვენი ძალების და უკეთ ავთამაშდით, მაგრამ შემდეგ გავუშვით მეორე და მესამე გოლები, რომლებიც არ უნდა ჩათვლილიყო. პირველ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა არბიტრს, ხოლო მესამე გოლზე აშკარა ჯარიმა იყო მეკარეზე. თუმცა, მოიგო უკეთესმა გუნდმა და დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება. 

4 ჩამშლელი ნახევარმცველით და ფორვარდის გარეშე ითამაშეთ. იყო თუ არა ეს შეცდომა?

ვაისი: არ დამიშვია შეცდომა და იგივე შემადგენლობას დავაყენებდი, თამაში რომ თავიდან იწყებოდეს. წავაგეთ, პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ ამ მარცხს აქვს თავისი ობიექტური მიზეზები.

ვაისის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში ამხელა სხვაობით პირველად წააგო

რა კომპონენტებში უნდა მოუმატონ ხარაბაძემ და ხარაიშვილმა, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშონ?

ვაისი: პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა მოუმატონ. ხარაბაძე ახალგაზრდა ფეხბურთელია და დღეს გამოცდლ ნავალოვსკიზე შევაჩერე არჩევანი. რაც შეეხება ხარაიშვილს, ლობჟანიძე დავაყენე ძირითადში, რომელმაც გოლი გაიტანა. პირველ რიგში, ფიზიკური მომზადებაა აუცილებელი, რადგან თანამედროვე ფეხბურთს ათლეტები თამაშობენ. 

თუ დარჩით რომელიმე ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი?

ვაისი: როგორ შეიძლება მწვრთნელი იყოს კმაყოფილი, როდესაც ასეთი ანგარიშით წააგებ. დღეს არ არის საქართველოს ნაკრები მზად, რომ დანიასთან ტოლსწორად ითამაშოს. ჩემს ადგილზე ამას იტყოდა მოურინიო, ტრაპატონი და ნებისმიერი მწვრთნელი. ჩვენ ყველას წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი თამაში ბელარუსთან, მაგრამ ამ ეტაპზე გვიჭირს თანაბრად თამაში დანიის დონის გუნდებთან. მათი და ჩვენი თამაშის ხარისხი ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.

კომენტარები

ბოლო ამბები