Thumbnail

ირლანდიამ გიბრალტარს მეორეც მოუგო და ჯგუფის ლიდერია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირლანდია 2:0 გიბრალტარი
  • 1:0 ჩიპოლინა (ს.კ 29), 2:0 ბრეიდი (93)

დუბლინის 'ავივა სტედიუმზე' ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩი გაიმართა D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ირლანდიამ გიბრალტარს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო, რითიც 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა.

მატჩის მიმოხილვა 📺

ირლანდია 2:0 გიბრალტარი • ბრიტანელები ჯგუფში გალიდერდნენ

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 10 ივნისი, 2019

მასპინძლებმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ჯოზეფ ჩიპოლინამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0. ირლანდიელებმა მეორე გოლი 93-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც მაკლინის გადაცემით რობი ბრეიდმა ისარგებლა და სანაკრებო კარიერაში მე-14 გოლი გაიტანა.

ბრიტანელებს 4 მატჩში 3 მოგება და ერთი ფრე დაუგროვდათ. ისინი ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები