Thumbnail
  • U21 სლოვენია 1:1 U21 საქართველო
  • გია ცეცაძის გუნდში ერთადერთი გოლი ლუკა ლაკვეხელიანმა გაიტანა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, გია ცეცაძის გუნდი სლოვენიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 

მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლუკა ლაკვეხელიანმა გაიტანა გოლი და გახსნა ანგარიში. U21 საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო. მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 63-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. თავი ჰარის კადრიჩმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. 

U21 სლოვენია 1:1 U21 საქართველო

გოლები: 0:1 ლაკვეხელიანი (32), 1:1 კადრიჩი (63).

კომენტარები

ბოლო ამბები