Thumbnail
  • 📅 10 ივნისი | ⌚ 22:45 | ⚽ დანია V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად დანიას ეთამაშება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო D ჯგუფში მეოთხე მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად კოპენჰაგენში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

"პარკენზე" თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დანიისა და საქართველოს ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები გამოაცხადეს.

📸 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისის სასტარტო 11-ეულში ნომინალური თავდამსხმელი არ ჰყავს, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, ასეთი განლაგებით ითამაშებს. სლოვაკმა სპეცილიასტმა, გიბრალტართან თბილისური მატჩისგან განსხვავებით, სკამზე დატოვა ვატო არველაძე, გიორგი მერებაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ლევან ხარაბაძე. ამჯერად ვაისმა ნდობა გიორგი ნავალოვსკის, ლაშა პარუნაშვილს, საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს გამოუცხადა.

დანია (4-3-1-2): შმეიხელი - ანკერსენი, კიაერი (კ), კრისტენსენი, ლარსენი - ჰოიბერგი, ერიკსენი, დელეინი - სკოვი - ი.პოულსენი, დოლბერგი.  

საქართველო (4-3-3): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა (კ), კვეკვესკირი, პარუნაშვილი - კიტეიშვილი, გვილია, ლობჟანიძე.

მსაჯი: რობერტ შიორგენჰოფერი (ავსტრია) 

დღესვე D ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა იმართება - ირლანდიის ნაკრები გიბრალტარს მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები