Thumbnail
  • ევროპალიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობისთვის თბილისი და სევილია იბრძვიან
  • ესპანელებს სურთ, მატჩი ავარიაში დაღუპული ხოსე ანტონიო რეიესის ხსოვნას მიუძღვნან
  • უეფამ ამ ორ ქალაქს შორის არჩევანი შემოდგომით უნდა გააკეთოს

საფეხბურთო კლუბმა სევილიამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) უეფას მიმართეს თხოვნით, რათა 2021 წლის ევროპალიგის ფინალს, ახლახან გარდაცვლილი ფეხბურთელის, ხოსე ანტონიო რეიესის ხსოვნის პატივსაცემად უმასპინძლონ. ამის თაობაზე კლუბისა და ფედერაციის პრესსამსახურები განცხადებებს ერთობლივად აქვეყნებენ. 

შეგახსენებთ, რომ ესპანურ მხარეს 2020/21 წლების სეზონის ევროპალიგის გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობა "სანჩეს პისხუანზე" სურს, მისი მეტოქე კი თბილისის "დინამო არენაა". უეფას მასპინძლის ვინაობა ჯერ კიდევ 29 მაისს უნდა დაესახელებინა, თუმცა ვადამ შემოდგომისთვის გადაიწია და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სექტემბერში გამოაცხადებს.

არენა 1956-58 წლებში ააგეს და ის 45 500 მაყურებელს იტევს

სევილიას განაცხადს აქვს სლოგანი "ევროპის მეფეები" (Reyes de Europa), უეფასადმი მიმართვაში კი აღნიშნულია, რომ კლუბმა მრავალჯერ იზეიმა ევროპალიგაში წარმატება, მისი საშინაო არენა "რამონ სანჩეს პისხუანი" კი რეიესის მშობლიური სტადიონია.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სევილიას ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი დაიღუპა. ავტომობილი, რომელსაც 35 წლის ფეხბურთელი მართავდა, გზიდან გადავარდა და დაიწვა. რეიესთან ერთად მისი 23 წლის ბიძაშვილი დაიღუპა, კიდევ ერთმა მგზავრმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო. 

ხოსე ანტონიო რეიესის ავტომობილი ავარიის შემდეგ

მეტი ამ თემაზერეიესის დაღუპვის მიზეზი გაირკვა - მისი მანქანის სისწრაფე 237 კმ/სთ იყო!

ხოსე ანტონიო რეიესმა კარიერის განმავლობაში ევროპალიგა ხუთჯერ მოიგო - სამჯერ სევილიასთან (2013/14, 2014/15, 2015/16), ორჯერ კი მადრიდის ატლეტიკოსთან (2009/10, 2011/12) ერთად.

სევილიას უეფას თასი/ევროპალიგა ისტორიაში ხუთჯერ აქვს მოგებული: 2005/06, 2006/07, 2013/14, 2014/15 და 2015/16 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები