Thumbnail
  • გავიხსენოთ დანიასთან პირველი დაპირისპირება
  • მალხაზ ასათიანის ბენეფისი 'ლოკომოტივზე'

10 ივნისს საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენის "პარკენზე" ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს გამართავს, დანიას ეთამაშება.

სკანდინავიელებთან საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში მეოთხედ თამაშობს - ყველას კარგად ახსოვს ნაკრების ანტირეკორდი 2005 წელს, როდესაც გაიოზ დარსაძის გუნდი 1:6 დამარცხდა გრავესენთან & კომპანიასთან. იყო ამხანაგური მატჩი კოპენჰაგენში (2013 წ), როცა თემურ ქეცბაიას გუნდი მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2. მაშინ ვიგებდით და გამარჯვების გოლი კრისტიან ერიკსენმა 89-ე წუთზე გაგვიტანა. 

საქართველო 2:2 დანია 

საქართველო 2:2 დანია - ასათიანისა და დემეტრაძის გოლები

საქართველო 2:2 დანია - ასათიანისა და დემეტრაძის გოლები

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 10 ივნისი, 2019

თუმცა იყო კიდევ ერთი თამაში, რომელიც სასიამოვნოდ გასახსენებელია - სულ პირველი დაპირისპირება დანიელებთან, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში. მე-2 ჯგუფში 2004 წლის 17 ნოემბერს ალენ ჟირესის საქართველომ მე-4 ტურში უმასპინძლა მორტენ ოლსენის დანიას.

საქართველოს ნაკრებს ამ დრომდე სტუმრად თურქეთთან 1:1 ჰქონდა ნათამაშები, შინ მოგებული დანიასთან 2:0 და წაგებული სტუმრად უკრაინასთან - 0:2. 

"ლოკომოტივის" სტადიონზე 20 ათასამდე გულშემატკივარმა მალხაზ ასათიანის ბენეფისი ნახა. ქართველი ნახევარმცველის ბრწყინვალე თამაშმა მანამდე და მერეც იშვიათი რამ მოახდინა - საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება შეძლო - ორჯერ აგებდა, მაგრამ 2:2 ითამაშა და შანსიც შეინარჩუნა. 

წაიკითხე | PREVIEW | დანიური დინამიტი - საქართველოს ნაკრების რთული გამოცდა კოპენჰაგენში

მე-7 წუთზე იონ დალ ტომასონი მარცხნიდან შეიჭრა აკაკი დევაძის საჯარიმოში, იოლად ჩამოიშორა ორი მცველი და შორეულ კუთხეში გაიტანა. 

33-ე წუთზე საქართველომ შეტევა ასათიანის წყალობით წამოიწყო, მარცხნივ მან ლევან კობიაშვილი მოძებნა, რომელმაც გიორგი დემეტრაძეს თავით გაატანინა. 

64-ე წუთზე იონ დალ ტომასონს საჯარიმოსთან ბურთი კარგ დასარტყმელ პოზიციაზე დაუტოვეს და მანაც შორი მანძილიდან გაუტანა დევაძეს. დალ ტომასონის დუბლი საბოლოოდ საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან საქართველოს ნაკრებს მალხაზ ასათიანი ჰყავდა - 76-ე წუთზე მან ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო ეფექტურად ჩამოიცილა ორი მეტოქე და სიორენსენის კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო. 

მეტი ამ თემაზე

საქართველო 2:2 დანია

გოლები: 0:1 დალ ტომასონი (7), 1:1 დემეტრაძე (33), 1:2 დალ ტომასონი (64), 2:2 ასათიანი (74)

საქართველო: დევაძე - მჟავანაძე, ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე - ჯიქია (72. დ. კვირკველია), ცქიტიშვილი, ასათიანი, კობიაშვილი - იაშვილი (72. შ. არველაძე), დემეტრაძე

სათადარიგოები: ლომაია, შაშიაშვილი, ჯაკობია, სალუქვაძე, ბურდული

დანია: სიორენსენი - ნ. იენსენი, კროლდრუპი, პრისკე, ლუსტიუ - დ. იენსენი (89. სკუბო), პერესი (46. რომედალი), გრავესენი, მ. იორგენსენი (89. ლიოვენკრანდსი) - კ. პოულსენი, დალ ტომასონი

სათადარიგოები: რეტოვი, სკოვ-იანსენი, კოლდინგი, ანდრეასენი

კომენტარები

ბოლო ამბები