Thumbnail

სარაგბო მსოფლიო თასზე საქართველოს მეოთხე მეტოქე ერთ კვირაში გაირკვევა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კანადა 29:38 ურუგვაი.
  • ურუგვაი მესამედ ეცდება მსოფლიო თასზე მოხვედრას.
  • ვინ იქნება ბორჯღალოსანთა მეოთხე მეტოქე მსოფლიო თასზე.

კანადასა და ურუგვაის შორის 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა. მატჩი ურუგვაელთა გამარჯვებით დასრულდა. ვანკუვერში 16-ათასზე მეტი გულშემატკივარი კანადელთა საგულშემატკივროს შეიკრიბა, თუმცა მათ ეროვნულმა ნაკრებმა იმედია გაუცრუა.

ურუგვაელებმა კანადელებს ხუთი ლელო დაუდეს და ხუთივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. 29:38 - მატჩის საბოლოო ანგარიში ტაბლოზე. სამხრეთ ამერიკელებს ბრწყინვალე შანსი აქვთ, რომ მესამედ მოიპოვონ მსოფლიო თასის საგზური, კანადა კი პირველად დარჩება მსოფლიო თასის გარეშე.

თუ კანადელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ, მათ მონტევიდეოში გასამართი მატჩი 10-ქულით უნდა მოიგონ. ურუგვაიმ საკუთარ მოედანზე სტუმრად მოპოვებული 9-ქულიანი უპირატესობა უნდა შეინარჩუნოს. 

კინგსლი ჯონსი (კანადელთა მწვრთნელი) : ‘’იმედგაცრუებული ვარ, ურუგვაელებმა სწრაფი ლელო დაგვიდეს. მომდევნო მატჩში ათი ქულით მოგება გვჭირდება, ამისთვის თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ.

ხუან მანუელ გამინარა (ურუგვაის ნაკრების კაპიტანი) : ‘’მოგებით ბედნიერნი ვართ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნახევარი მატჩი ვითამაშეთ. ვაფასებთ კანადას და ვიცით, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ მეორე შეხვედრაში.’’ 

შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებებს შორის გამარჯვებული მსოფლიო თასზე D-ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ავსტრალიის, უელსის, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები გამოდიან. ერთ კვირაში მონტევიდეოში გასამართი მატჩი გვიჩვენებს თუ რომელ ნაკრებს შეხვდებიან ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე.

კომენტარები

ბოლო ამბები