Thumbnail

გიორგი ჩაკვეტაძე ეკიპის TOP 50-ში - ფრანგული გამოცემა გიორგის აქებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ეკიპმა ჩაკვეტაძე 20 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დაასახელა
  • ფრანგული გამოცემის ჩამონათვალში 19 წლის ქართველი 47-ე ადგილზე გავიდა

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გაზაფხულზე მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, ამჟამად რეაბილიტაციას გადის. ამავროულად, ფრანგულმა გამოცემა "ეკიპმა" 50 საუკეთესო, 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელი დაასახელა და ჩამონათვალში ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელიც შეიყვანა. გიორგი "ეკიპის" რეიტინგში 47-ე ადგილზეა.
 
"მიუხედავად მუხლზე პრობლემებისა, გიორგი ჩაკვეტაძე გენტში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის, ვინც გასული წლის აგვისტოში, ევროპალიგის მატჩი იხილა გენტსა და ბორდოს შორის (0:0), შეუმჩნეველი არ დარჩებოდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც შესაძლებლობები ნათლად წარმოაჩინა - ალღო, მოედნის ხედვა თუ ტექნიკა.

📺 გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები ბორდოსთან

"ბორდოსთან" თამაშის მომენტები.

"ბორდოსთან" თამაშის მომენტები.

Posted by Giorgi Chakvetadze on კვირა, 26 აგვისტო, 2018

ას ჯერ კიდევ სჭირდება ფიზიკურად მოძლიერება და მიუხედავად მუხლზე პრობლემისა, ბელგიურ კლუბში მაინც კარგი სეზონი ჩაატარა - ყველა ტურნირის 31 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 9 პასი მიითვალა. გიორგი ჩაკვეტაძე ასევე წარმატებულია ეროვნულ ნაკრებშიც. მის ანგარიშზე 7 მატჩში 5 გოლი და 3 პასია. 

გიორგი ჩაკვეტაძე ბორდოსთან შეხვედრაში

ეჭვგარეშეა, რომ გენტი 2017 წლის აგვისტოში, 1,5 მილიონ ევროდ, თბილისის დინამოსგან ნაყიდ ფეხბურთელს, რომელზეც თვალი მიუნხენის ბაიერნსაც ეჭირა, სარფიანად გაყიდის. ბავარიელები, როგორც ბარსელონა, ქართველზე დაკვირვებას აგრძელებს", - წერს გამოცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები