Thumbnail

ვერა და ვერ გამოსწორდა - ბარსელონას დემბელეს ხასიათი ყელში ამოუვიდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უსმან დემბელე ბარსელონაში ისევ ცუდად იქცევა
  • კლუბის ბოსებს მოთმინების ფიალა აევსოთ
  • კატალონიურმა გრანდმა ფრანგს ულტიმატუმი წაუყენა

როგორც ჩანს, უსმან დემბელეს გამოსწორება გამორიცხულია - ესპანური მედიის ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი გარემარბი ბარსელონაში ისევ ცუდად იქცევა, კატალონიური გრანდის შეფებს კი მეტის მოთმენა აღარ შეუძლიათ!

გაზეთი AS წერს, რომ ბარსას ბოსებმა დემბელეს მრჩეველი დაიბარეს და მას ულტიმატუმი წაუყენეს. თუ ფრანგი ფეხბურთელი სასწრაფოდ არ გამოსწორდება, მას ბარსელონაში მომავალი არ ექნება და აუცილებლად გაყიდიან.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ბარსას ხელმძღვანელების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი კოპა დელ რეის ფინალის წინ მომხდარი ამბავი აღმოჩნდა. AS წერს, რომ დემბელე იმ კვირაში ბარსას ვარჯიშებზე თითქმის ყოველდღე აგვიანებდა.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში, დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა. მან გერმანული კლუბიც სკანდალურად დატოვა - დორტმუნდი ფაქტობრივად აიძულა, გაეყიდათ და ხელმძღვანელებს სატელეფონო ზარებზე დიდხანს არ პასუხობდა. გარდა ამისა, დემბელემ დორტმუნდში ნაქირავები სახლი საშინელ მდგომარეობაში დატოვა, მფლობელს კი საერთოდ არ უთხრა, რომ გადადიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები