Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი მზადაა, ტურინში დაბრუნდეს
  • იუვენტუსი ამ ტრანსფერისთვის რამდენიმე მოთამაშეს უნდა შეელიოს  
  • 26 წლის ფრანგის დამატებით მადრიდის რეალიცაა დაინტერესებული

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა მზადაა, ტურინის იუვენტუსში დაბრუნდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, ფეხბურთელმა ყოფილ კლუბს თანხმობა უკვე განუცხადა.

ტურინელებისთვის მთავარი პრობლემა ფინანსური ფეარ პლეის წესების დაცვა იქნება - პოგბასთან კონტრაქტის გასაფორმებლად მათ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა დასჭირდებათ. ალტერნატიული ვარიანტი გარიგებაში იუვენტუსის ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვა იქნება. შესაძლოა, ტურინელებმა მანჩესტერში ალეკს სანდრო, დუგლას კოშტა ან პაულო დიბალა გაუშვან. 

პოგბას იუვენტუსთან ერთად სკუდეტო 4-ჯერ აქვს მოგებული

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში სწორედ იუვენტუსიდან, 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 105 მილიონი ევრო შეადგინა. ფაქტია, მსოფლიოს ფრანგი ჩემპიონი “ოლდ ტრაფორდზე” ბედნიერი არაა. ის არც კლუბში მის მიმართ დამოკიდებულებითაა კმაყოფილი და არც - გულშემატკივრებისა და ადგილობრივი მედიისგან. 

გასულ სეზონში 26 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა პრემიერლიგის 35 მატჩში ითამაშა, გაიტანა 13 გოლი (7 პენალტით) და მიითვალა 9 საგოლე პასი. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს მანკუნიანელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

თანამდებობიდან მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ, ტურინის იუვენტუსი ჯერჯერობით კვლავაც მთავარი მწვრთნელის გარეშეა. მთავარ კანდიდატად მედია ჩელსის თავკაცს, მაურიციო სარის ასახელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბა მადრიდის რეალის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ედენ აზარის გადაბირების შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები