Thumbnail

ჭადრაკი | ქართველების 8 მედალი ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრების 8 მედალი ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში
  • ოქრო დავით თათვიძემ, კესარია მგელაძემ და მართა სორდიამ მოიპოვეს

რუმინეთში დასრულებულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში, საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 

6 წლის დავით თათვიძემ 9-დან 9 გამარჯვება მოიპოვა. ამ შედეგით მან უახლოეს მდევარს 3 ქულით გაუსწრო. 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო ორ პარტიაში გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბათუმელმა კესარია მგელაძემ. 

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ენი მაჭავარიანმა, ნია დონღვანმა.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას მონაწილეები ელვისებურ ჭადრაკშიც გაეჯიბრნენ ერთმანეთს. 9 წლის ასაკის გოგონათა შორის 7-დან 5,5 ქულით ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მართა სორდიამ მოიპოვა.

ვერცხლის მედალს დაეუფლნენ: 13 წლამდე გოგონათა შორის - ანა მამარდაშვილი,9 წლამდე ჭაბუკთა შორის - ალექსანდრე კვიციანი, ხოლო 11 წლამდე ჭაბუკთა შორის - დავით ნემსაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები