Thumbnail
  • ერთა ლიგის ფინალის შემდეგ, რონალდომ დე ლიხტს იუვენტუსში გადასვლა შესთავაზა
  • ჰოლანდიელი მცველი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას შვებულების შემდეგ მიიღებს

ჰოლანდიის ნაკრების მცველმა მატეის დე ლიხტმა ერთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები - თანაც, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ჰოლანდიელი უკანახაზელის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მატჩის შემდეგ მას ტურინის იუვენტუსში გადასვლა შესთავაზა.

19 წლის დე ლიხტს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და მას ევროპის ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან. მათ შორისაა რონალდოს იუვენტუსიც, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ აიაქსმა გააგდო.

“კრიშტიანომ მითხრა, იუვენტუსში უნდა გადმოხვიდეო,” - განაცხადა მატჩის შემდეგ დე ლიხტმა ჰოლანდიურ ტელეკომპანია NOS-თან ინტერვიუში, - ამ კითხვის გამო ცოტათი შოკირებული ვიყავი და ამიტომ გავიცინე. თავიდან ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა.”

იუვენტუსთან ერთად, დე ლიხტის გადაბირებისთვის ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი, ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი იბრძვიან.

კრიშტიანო რონალდო და მატეის დე ლიხტი ერთა ლიგის ფინალში

“ახლა შვებულებაში გავდივარ, მერე კი კარგად დავფიქრდები ჩემს მომავალზე და გადაწყვეტილებასაც მივიღებ,” - დასძინა 19 წლის მცველმა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლუბში, სადაც გადავა, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში უნდა ითამაშოს. იუვენტუსს, როგორც იცით, დაცვაში ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი ჰყავს...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დანია
  • ფრე
  • საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები