Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო და ჯგუფის ლიდერია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 39:13 მალტა
  • 10 ივნისი: საქართველო vs ირლანდია

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გამართა და მალტის ნაკრები დაამარცხა, 29-13. საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფის ლიდერია, 10 ივნისს კი მესამე შეხვედრაში ირლანდიას დაუპირისპირდება.

საქართველო 39:13 მალტა

საქართველო: ცინცაძე 11/24 (თევზაძე) - დიხამინჯია 10/8, ცხოვრებაძე 7/6, კალანდაძე 6/6, მიქავა 5/4, გოგოლაძე 5/4, იმნაძე 6/4, ორჯონიკიძე 5/2, კბილაშვილი 2/2, არსენაშვილი 3/2, რუსტამოვი 3/1 (ჩიქოვანი, ჭანტურია) - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, თამაშის დალაგებას კი გარკვეული დრო დასჭირდა. მერვე წუთზე ანგარიში ჯერ კიდევ თანაბარი იყო - 3-3, შემდეგ კი ქართველების უპირატესობა გამოიკვეთა: 16-7 შესვენებაზე და 39-13 თამაშის ბოლოს.

გოლი მოედანზე გასულმა ყველა მოთამაშემ გაიტანა მეკარე ცინცაძის გარდა

გოლი მოედანზე გასულმა ყველა მოთამაშემ გაიტანა მეკარე ცინცაძის გარდა, ყველაზე მეტი, 8, გიორგი დიხამინჯიას დაუგროვდა, ხოლო 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძემ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო შთამბეჭდავი სტატისტიკით მიიღო: შეტევაში 6 დარტყმიდან 6 გოლი და 6 საგოლე პასი, დაცვაში კი 3 ჩაჭრილი ბურთი და 3 დაბლოკილი დარტყმა!

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს, ორი მატჩიდან ორი მოგება აქვს და 4 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. ასევე 4 ქულა აქვს ბულგარეთს და ბურთების უარესი შეფარდებით მეორე ადგილს იკავებს. მესამე პოზიციაზე 2 ქულით აშშ-ს ნაკრებია, შემდეგ კი თითო ქულით ირლანდია და ნიგერია მოდიან. აუტსაიდერი 0 ქულით მალტაა.

17 წლის ნიკოლოზ კალანდაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები