Thumbnail

'არ მომცეთ სიკვდილის უფლება' - რედ სოქსის ლეგენდა დაჭრეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბოსტონ რედ სოქსის ყოფილი მოთამაშე, დავიდ ორტისი დაჭრეს
  • მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბეისბოლში მსოფლიოს სერიის სამგზის გამარჯვებული, დავიდ ორტისი დომინიკის რესპუბლიკაში დაჭრეს. თავდაპირველი ინფორმაციით, ბოსტონ რედ სოქსის ლეგენდის გაძარცვას აპირებდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს ორტისის მოკვლა სურდა. სპორტსმენი ზურგში დაჭრეს - ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჟურნალისტი დიონისიო სოლდევილა ორტისის ამბავს აქტიურად აშუქებს. მან თავდამსხმელის ფოტოც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანს გამვლელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 'ექიმო, არ მომცეთ სიკვდილის უფლება. მე კარგი კაცი ვარ' - ასეთი სიტყვებით მიმართა 43 წლის ორტისმა სასწრაფო დახმარების ექიმს. ორტისის მამისა და ძმის განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ტყვიას სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია

კომენტარები

ბოლო ამბები