Thumbnail
  • სტად ფრანსე 5:40 პო.
  • კლერმონი 29:30 მონპელიე.
  • შესაძლოა, მოქმედი ჩემპიონი პლეი ოფს მიღმა დარჩეს.

კვირას ტოპ 14-ში ორი მატჩი გაიმართა, რითიც მე-16 ტური დასრულდა. გიორგი მელიქიძისა და ზურა ჟვანიას სტად ფრანსემ პოს უმასპინძლა და 5:40 განადგურდა. ზურა ჟვანია სათადარიგო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. სტად ფრანსეს 27 ქულა აქვს და მე-11 ადგილს იკავებს.

დავით ქუბრიაშვილის, მიხეილ ნარიაშვილისა და კოტე მიქაუტაძის მონპელიე ოთარ გიორგაძის, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის კლერმონს ესტუმრება. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მონპელიემ სწრაფად მოახერხა დაწინაურება, მე-7 წუთზე ლუის პიკამოლმა ლელო დადო, რომელიც რუან პიენაარმა გარდასახა. პიკამოლმა 13-წუთში კიდევ ერთი ლელო დადო, პიენაარი ისევ ზუსტი იყო. გრეიგ ლეიდლოუ ჯარიმებს ბრწყინვალედ ასრულებდა, შოტლანდიელმა კლერმონს 19-ქულას შესძინა. ლეიდლოუმ ხუთი ჯარიმა და ორი გარდასახვა გაიტანა.

ლეიდლოუს 19 ქულა კლერმონს მატჩის მოსაგებად არ ეყო.

მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, კლერმონი 29:23-ს იგებდა. მონპელიეს მორაგბემ, ფიჯელმა ნემანი ნადოლომ კლერმონს ლელო დაუდო, რომელიც რუან პიენაარმა გარდასახა და მონპელიეს მორიგი გამარჯვება მოუტანა.

კოტე მიქაუტაძე ბურთის მოსაპოვებლად იბრძვის.

დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი კლერმონის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მიხეილ ნარიაშვილმაც და კოტე მიქაუტაძემაც შეხვედრა ძირითადში დაიწყეს. მიქაუტაძემ პირველმა დატოვა მოედანი, ის 59-ე წუთზე შეცვალეს. ვიქტორ კოლელიშვილმა და მიხეილ ნარიაშვილმა 65-ე წუთზე ერთდროულად დატოვეს მინდორი. ხუთ წუთში დავით ზირაქაშვილიც სათადარიგო სკამზე დაჯდა. ქართველთაგან სწორედ ზირაქაშვილმა ითამაშა ყველაზე მეტი.

კლერმონს 32 ქულა აქვს და ტოპ 14-ში მეათე ადგილს იკავებს. მონპელიემ ამ მოგებით 51 ქულა დააგროვა და ტოპ 14-ში ერთპიროვნულად გალიდერდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები