Thumbnail
  • ერთა ლიგის პირველი გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრებია
  • ჰოლანდიასთან ფინალის შემდეგ, ინდივიდუალური პრიზები დარიგდა
  • კრიშტიანო რონალდომ ‘მხოლოდ’ ერთი მიიღო

ერთა ლიგის პირველი ფინალი ახალი დასრულებული იყო, როცა უეფამ ინდივიდუალური პრიზების მფლობელები გამოაცხადა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი არა კრიშტიანო რონალდო (როგორც ბევრი ელოდა), არამედ ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი) გახდა. როდესაც ეს ამბავი გამოაცხადეს, იუვენტუსის სუპერვარსკვლავს კრიტიკული რეაქცია ჰქონდა, რაც ბევრს არ მოეწონა.

“მან თავისი შესაძლებლობები შესანიშნავი საგოლე პასებით დაამტკიცა და ზოგადად, ორივე მატჩში უმაღლეს დონეზე ითამაშა. ბურთით თუ უბურთოდ, ბერნარდო სილვა თავისი გუნდის თამაშზე უდიდეს გავლენას ახდენდა,” - ასე დაასაბუთა უეფას დამკვირვებელმა პეკი ბონერმა გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში რონალდოსთვისაა საკამათო.

ბერნარდო სილვამ ნახევარფინალში, შვეიცარიასთან, კრიშტიანოს (ჰეთ თრიკი) ორი საგოლე პასი მისცა, ფინალში კი, გონსალო გედეშმაც სწორედ მისი პასით გაიტანა.

გედეშმა გამარჯვების გოლი ბერნარდო სილვას პასით გაიტანა

ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალური ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი გახდა. ნახევარმცველმა, რომელიც აიაქსიდან ბარსელონაში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადის, ნახევარფინალში, ინგლისთან 114, ფინალში კი 90 წუთი ითამაშა. ამ წოდების მოპოვება მხოლოდ ისეთ მოთამაშეებს შეეძლოთ, რომლებიც 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულები. დე იონგი 1997 წლის 12 მაისს დაიბადა.

პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის პირველი გამარჯვებულია

უშუალოდ ფინალის საუკეთესო მოთამაშე 22 წლის ცენტრალური მცველი რუბენ დიასი გახდა - ლისაბონის ბენფიკას უკანახაზელმა ტრავმირებული პეპე იდეალურად შეცვალა. ამრიგად, კრიშტიანო რონალდოს მხოლოდ ერთი ინდივიდუალური პრიზი დარჩა - საუკეთესო ბომბარდირის. CR7-მა ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დანია
  • ფრე
  • საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები