Thumbnail

არგენტინელი მეკარის კოშმარი - ქართველების თანაგუნდელმა კურიოზული გოლი გაუშვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სან ხოსე 2:2 დალასი
  • დანიელ ვეგას შეცდომის გამო, სან ხოსე შეხვედრას აგებდა

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსემ MLS-ში მე-15 შეხვედრა გამართა და დალასთან ფრედ, 2:2 ითამაშა. 27-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში კურიოზული გოლით გაიხსნა. სან ხოსეს არგენტინელ მეკარეს დანიელ ვეგას თანაგუნდელმა ბურთი უკან დაუბრუნა - მან სიტუაცია ვერ შეაფასა და ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა.

სან ხოსემ მატჩში დაწინაურებაც მოახერხა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დალასთან საშინაო მატჩში მხოლოდ ქულას დასჯერდა. ვაკო ყაზაიშვილი კალიფორნიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველი ფეხბურთელი 77-ე წუთზე შეცვალეს. როგორც იცით, გურამ კაშიასგან განსხვავებით, ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებში გამოძახებული არ არის. 12 ივნისს სან ხოსეს მომდევნო მეტოქე, ამერიკის თასზე, საკრამენტო რეპაბლიკი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები