Thumbnail
  • ბრაზილია 7:0 ჰონდურასი
  • 10-მატჩიანი წაუგებელი სერია მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ

კოპა ამერიკის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და ჰონდურასს პორტო ალეგრეში 7:0 მოუგო. ტიტეს გაწვრთნილმა ნაკრებმა მეტოქე არ დაინდო, პირველ ტაიმში 3 გოლი გაუტანა, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

პირველ ტაიმში გოლები გაბრიელ ჟესუსმა, ტიაგო სილვამ და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს. მეორე ნახევარში ჰონდურასს გაბრიელ ჟესუსმა დუბლი შეუსრულა, ხოლო თითო გოლი ნერეშის, ფირმინოსა და რიშარლისონის ანგარიშზეა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბრაზილიელებმა 10 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 9 მოიგეს და ფრედ მხოლოდ ერთი დაასრულეს. ბოლო 10 მატჩში ტიტეს ნაკრებმა 25 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. ბრაზილიის პირველი მეტოქე კოპა ამერიკაზე ბოლივია იქნება. შეხვედრა 15 ივნისს, თბილისის დროით 04:30-საათზე დაიწყება.

მატჩის ყველა გოლი 📺

ბრაზილია 7:0 ჰონდურასი • სელესაოს შთამბეჭდავი გამარჯვება 🇧🇷🇧🇷🇧🇷

ბრაზილია 7:0 ჰონდურასი • სელესაოს შთამბეჭდავი გამარჯვება 🇧🇷🇧🇷🇧🇷

Posted by Silk Sport on კვირა, 09 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები