Thumbnail
  • პორტუგალია 1:0 ჰოლანდია
  • 1:0 გედეში (60)

"ესტადიო დუ დრაგაუზე" ერთა ლიგის პირველი გათამაშების ისტორიული ფინალი გაიმართა, პორტუგალიის ნაკრებმა ჰოლანდია 1:0 დაამარცხა და ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა.

ევროპის ჩემპიონთა რიგებში გამარჯვების გოლი ვალენსიას ლიდერმა გონსალო გედეშმა გაიტანა - მე-60 წუთზე მან მარცხნიდან ბერნარდო სილვას პასი მიიღო სილესენის კარი დალაშქრა. 

1:0 გედეში 60' 

კუმანის გუნდის მთავარი ამოცანა ნახევარფინალის გმირის, კრიშტიანო რონალდოს გაჩერება იყო. ამ დავალებას ჰოლანდიელებმა მცველებმა წარმატებით გაართვეს თავი, თუმცა გოლის გატანა გონსალო გედეშმა შეძლო. 

პორტუგალიელთა ზეიმი

მე-3 ადგილისთვის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ინგლისის ნაკრებმა შვეიცარიას აჯობა და ერთა ლიგა მე-3 ადგილზე დაასრულა.

პორტუგალია 1:0 ჰოლანდია

გოლი: 1:0 გედეში (60)

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - სემედუ, დიაში, ჟოზე ფონტე, გერეირო - პერეირა, ვ. კარვალიო (93. ნევეში), ფერნანდეში (81. მოუტინიო) - რონალდო, გედეში (75. რ. სილვა), ბერნარდო სილვა

ჰოლანდია (4-3-3): სილესენი - დუმფრისი, დე ლიხტი, ვან დაიკი, ბლინდი - დე როონი (81. ლ. დე იონგი), ფ. დე იონგი, ვეინალდუმი - ბერხვეინი (60. ვან დე ბეეკი), დეპაი, ბაბელი (46. პრომესი) 

კომენტარები

ბოლო ამბები