Thumbnail
  • 11 ივნისს NBA-ს ფინალური სერიის მე-5 მატჩი გაიმართება
  • კევინ დურანტს თამაშის შანსი გაუჩნდა

11 ივნისს NBA-ს ფინალური სერიის მეხუთე თამაში ტორონტოში გაიმართება, რეპტორსის გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერი დასრულდება, რადგან კანადური კლუბი მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტს 3:1-ს უგებს. კალიფორნიელებს იმედი მას მერე ჩაესახათ, რაც გაირკვა, რომ კევინ დურანტი დიდი ალბათობით, შეძლებს თამაშს. 

სუპერვარსკვლავი ფორვარდი ფინალურ სერიაში გოლდენ სტეიტს ვერ ეხმარებოდა, რაც რეპტორსმა კარგად გამოიყენა, თუმცა სტივ კერმა პრესკონფენენციაზე განაცხადა, რომ ექიმებმა დურანტს გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მისცეს და იქ გამოჩნდება, ითამაშებს თუ არა ის სერიის მე-5 მატჩშიო. 

დურანტი წვივის კუნთის დაჭიმვის გამო თვეზე მეტია, რაც ვერ თამაშობს, თუმცა The Athletic-ის რეპორტიორი სემ ემიკი წერს, რომ შესაძლოა, მას მე-4 მატჩში თამაშიც შეეძლო. ჟურნალისტის თქმით, უორიორსის გასახდელში დაძაბული სიტუაციაა. კაზინსი, ლუნი და იგუდალა ტრავმების მიუხედავად, მაინც თამაშობენ და მოთამაშეებს უბრალოდ არ ესმით, რატომ იკავებს თავს დურანტი, როცა თამაში მასაც შეუძლია. 

კლეი ტომპსონმა პრესკონფერენციაზე კავაის გააჯავრა 

View this post on Instagram

Klay’s laugh tho 😂

A post shared by NBC SPORTS BAY AREA | CA (@nbcsauthentic) on

კომენტარები

ბოლო ამბები