Thumbnail

გურამ კაშია: როდესაც ნაკრებში ხარ, გასახდელში კვერცხებით უნდა შეხვიდე!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით დანიას ესტუმრება. მატჩი 10 ივნისს კოპენჰაგენში გაიმართება.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისთან ერთად ჟურნალისტთა კითხვებს გურამ კაშიამ უპასუხა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა საინტერესო კომენტარები გააკეთა...

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი)

“სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, რომლებიც ტრავმირებულები არიან. უძლიერესი მეტოქე გვყავს, რომელიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. დანიას ჯგუფში რთული მდგომარეობა აქვს და მასპინძლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამჯერად მაინც აიღონ 3 ქულა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო დაცვაში, რომ ინდივიდუალური შეცდომები არ დავუშვათ. ტაქტიკურად გამართულად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს მომენტებს დაველოდოთ.

გურამ კაშია მატჩისწინა პრესკონფერენციაზე
📸 | POPSPORT.COM

რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ვფიქრობ მათ ჩვენი, ვეტერანების გამხნევება არ უნდა სჭირდებოდეთ, რადგან როდესაც ეროვნულ გუნდში ხარ, უკვე კაცი ხარ და შენი სათქმელი უნდა თქვა. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი. ჩემი მხრიდან, ჭკუის დარიგება არა მგონია სწორი იყოს. როდესაც ნაკრებში ხარ, გასახდელში კვერცხებით უნდა შეხვიდე”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები