Thumbnail

'ქართველებს დრო და სივრცე არ უნდა მისცე' - რა თქვა დანიის მწვრთნელმა მატჩის წინ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 10 ივნისი | ⌚ 22:45 | ⚽ დანია V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • ოგე ჰარეიდეს პრესკონფერენცია

10 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს და კოპენჰაგენში დანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა ოგე ჰაერიდემ წინასამატო პრესკონფერენცია გამართა და მატჩზე ისაუბრა…

ჰარეიდეს თქმით, ირლანდიასთან დაკარგული ქულების მიუხედავად, გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა. დანიელების დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა თამაშით აჯობა ირლანდიას და სამი ქულა უნდა მოეპოვებინა. ჰარეიდე იმედოვნებს, რომ ორშაბათს მისი ნაკრები მოიგებს და მნიშვნელოვან 3 ქულას მოიპოვებს. 

დანიის ნაკრების მწვრთნელს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი ფეხბურთელებით დააკომპლექტებს ძირითად შემადგენლობას და ბევრს ფიქრობს, თუ ვინ უნდა ათამაშოს ცენტრფორვარდის პოზოციაზე. შესაძლოა, ეს იუსუფ პოულსენი იყოს.

ოგე ჰაერიდეს გაუჭირდა საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა და ზოგადად, გუნდზე ისაუბრა. დანიელთა მწვრთნელის თქმით, თუ ქართველებს ბურთს, დროს და სივრცეს მისცემ, ამას კარგად გამოიყენებენ, რადგან მათ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. დანიელთა მწვრთნელმა დაამატა, რომ ქართველებს უყვართ შეტევა და ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები