Thumbnail

‘ლივერპულის ფეხბურთელები მწერენ!’ - კინსი ამას მომავალშიც აპირებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხომ კარგად გახსოვთ? რა თქმა უნდა, კინსი ვოლანსკიც გეხსომებათ - ამერიკელი მოდელი, რომელიც მე-18 წუთზე, ‘ვანდა მეტროპოლიტანოს’ მინდორზე, მოულოდნელად, ნახევრად შიშველი შევარდა.

საცურაო კოსტუმზე მას ასეთი სლოგანი ეწერა: ‘Vitaly Uncensored’. ეს არის ვებ-გვერდი, რომელზეც ეროტიკული ვიდეოები ქვეყნდება.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ეს ამბავი 6,9 მილიონ ევროდ შეფასდა. კინსის ინსტაგრამზე ახლა 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის მეგობარი კაცის, ვიტალი ზდოროვეცკის პორნოსაიტზე კი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, 32 მილიონი ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

‘როცა გამომიშვეს, ვნახე, რომ ინსტაგრამზე 300 000-ის ნაცვლად უკვე 2 მილიონზე მეტო ‘ფოლოვერი’ მყავდა. ასეთ რამეს ვერ იყიდი! უცებ მთელმა მსოფლიომ გამიცნო და უამრავი შემოთავაზება მივიღე. არა მგონია, რომ ვინმეს რამე დავუშავე, უბრალოდ ცოტა გავერთე და ხალხიც გავართე,” - ამბობს კინსი.

ამერიკელის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მან ლივერპულის ფეხბურთელებისგან რამდენიმე მესიჯი მიიღო: “მათ ვინაობას, რა თქმა უნდა, არ გავამხელ - ლივერპულის ფეხბურთელებმა ფლირტ-მესიჯები გამომიგზავნეს. ერთ-ერთმა რამდენიმე გული გამომიგზავნა, მეორემ მომწერა, რომ მოვეწონე. თავიდან ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ, მერე კი მათი გვერდები დავათვალიერე და მივხვდი. პასუხი არცერთისთვის არ გამიცია - მე ხომ უკვე მყავს მეგობარი კაცი.”

კინსი ამბობს, რომ სპორტული ღონისძიებების დროს ასეთი რამის გაკეთებას მომავალშიც აპირებს: “ახლა 22 წლის ვარ. მინდა, 30 წლის ასაკში საკმარისი ფული მქონდეს იმისათვის, რომ მშვიდად ვიცხოვრო. დაელოდეთ ჩემს მომდევნო გამოსვლას!”

კომენტარები

ბოლო ამბები