Thumbnail

ბასილაშვილი 'მერსედესის თასზე' - ნიკა ბალახის სეზონს იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასილაშვილი მე-4 ნომრად განთესეს და I წრეში ისვენებს
  • ქართველი ჩოგბურთელის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

10 ივნისიდან გერმანიის ქალაქ შტუტგარტში სტარტს აიღებს საერთაშორისო ტურნირი MercedesCup, რომლის საპრიზო ფონდი €679 015-ია. ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მონაწილეობს, ამით ქართველი ჩოგბურთელისთვის ბალახის კორტების სეზონი იწყება. 

"მერსედესის თასი" ATP-ს 250-იანი სერიის ტურნირია, გამარჯვებული სწორედ 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ისევე, როგორც €117 050-ს. 

ნიკა "მერსედესის თასზე" მე-4 ნომრად არის განთესილი. ის პირველი წრიდან თავისუფალია, ისევე, როგორც ოთხეულის სხვა განთესილები - ალექსანდრ ზვერევი (1), კარენ ხაჩანოვი (2) და დანილ მედვედევი (3). 

ამის შემდეგ ბასილაშვილის მეტოქე ან უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი (50) იქნება, ან ესპანელი ხაუმე მუნარი (53). ფუჩოვიჩს ნიკა 2019 წელს უკვე სამჯერ შეხვდა - როტერდამსა და მონაკოში წააგო, ხოლო რომში იოლად გაიმარჯვა. თუ მეორე ბარიერსაც დაძლევს, ქართველის სავარაუდო მეტოქეები მილოშ რაონიჩი (6), ჟო-ვილფრედ ცონგა და მიშა ზვერევი არიან. 

ორშაბათს ბასილაშვილი მსოფლიოს მე-17 ჩოგანი იქნება (მონფილსმა გადაუსწრო), თუმცა მილოშ რაონიჩს 10 ქულით უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები