Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეას გაყიდვას ცდილობს
  • ვინ შეიძლება შეცვალოს ესპანელი ‘ოლდ ტრაფორდზე’

კურიოზული ინფორმაცია ინგლისიდან: როგორც ბრიტანული ტაბლოიდი ‘სანი’ წერს, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას 20 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუკი ეს უკანასკნელი სექტემბრამდე გუნდს დატოვებს.

სისულელეა? სულაც არა! საქმე ისაა, რომ 28 წლის მეკარეს, იუნაიტედთან კონტრაქტი გაისად უმთავრდება. მანჩესტერულ გრანდს მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წელს არ წავიდა, გაისად დე ხეა თავისუფალი აგენტი გახდება და იუნაიტედს უფასოდ დატოვებს. ეს კი ინგლისელების გეგმაში არ შედის - მათი მიზანია, რომ დე ხეას ტრანსფერიდან ფინანსური სარგებელი ნახონ.

‘სანი’ წერს, რომ დე ხეას გადაბირებით პარი სენ-ჟერმენია დაინტერესებული. იუნაიტედი ესპანელის სანაცვლოდ მინიმუმ 65 მილიონ ევროს ითხოვს. ვინ შეცვლის დე ხეას მანჩესტერში? ინგლისური მედიის ინფორმაციით, კანდიდატები იან ობლაკი (ატლეტიკო), უგო ლორისი (ტოტენჰემი) და ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები