Thumbnail

Руска курва - ლვოვში სერბეთის ჰიმნს უსტვინეს და სერბეთს რუსეთის მეძავი უძახეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უკრაინა 5:0 სერბეთი
  • ლვოვში სერბეთის ჰიმნს უკრაინელებმა და ხორვატებმა უსტვინეს

7 ივნისს ევრო 2020-ის შესანრჩევი ციკლის მატჩში უკრაინის ნაკრებმა 5:0 გაანადგურა სერბეთის ნაკრები. კიევის დინამოს ახალგაზრდა ნახევარმცველმა ვიქტორ ციგანკოვმა და იევჰენ კონოპლიანკამ დუბლები მიითვალეს, ერთი გოლიც ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას თანაგუნდელმა რომან იარემჩუკმა გაიტანა. 

რა ხდებოდა სერბეთის ჰიმნის შესრულების დროს

უკრაინელი ულტრასი

სკანდალი გამოიწვია უკრაინელი და ხორვატი (ლვოვში ასეთებიც იყვნენ) გულშემატკივრების ქცევამ სერბეთის ჰიმნის შესრულების დროს - სტადიონი ლამის ერთ ხმაში Руска курва-ს (რუსეთის მეძავი) სკანდირებდა და ტრიბუნების ხმებმა ჰიმნი სრულად გადაფარა. 

უკრაინა და სერბერთი B ჯგუფში თამაშობენ, ანდრეი შევჩენკოს გუნდი 7 ქულით ლიდერია, სერბეთი 1 ქულით ბოლო, მე-5 ადგილზეა. 

უკრაინელმა ფანებმა ასე იძიეს სერბებზე შური 2014 წელს ბელგრადში საკალათბურთო მატჩის (ცრვენა ზვეზდა-ბუძივილნიკი) რუსეთის დროშების გამოფენისთვის. 

სხვათა შორის, ლვოვში სერბეთის ნაკრების ფანები არ ჩასულან, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მოხვდა "ლვივ არენაზე", რაზეც ეს ფოტოც მეტყველებს - კიევის დინამოს ულტრასი ფანატი სერბი ფანისთვის წართმეული სერბეთის დროშით.  

2014 წ. რუსეთის დროშა ბელგრადში

კომენტარები

ბოლო ამბები