Thumbnail

იმედის ფსონი | საქართველო დანიასთან ფორით არ წააგებს, სლოვენიის ორიანი ლატვიაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 9 ივნისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ შაბათს, 8 ივნისს შედგენილი ბილეთებიდან ორი ძალიან ახლოს იყოს მოგებასთან. ლუკა ხოჯავას 15.8-კოეფიციენტიანი ბილეთი მხოლოდ ერთმა პოზიციამ გააფუჭა - ეს იყო მოლდოვას ჰანდიკაპით მოგება ანდორასთან, რაც ძალიან რეალური ჩანდა, მაგრამ მოლდოვან უსუსტესი მეტოქე მხოლოდ 1:0 დაამარცხა. ასევე ერთი პოზიციის გამო ვერ მოიგო მაყურებლის ბილეთმა - პროგნოზისტები საფრანგეთის ნაკრების თურქეთში გამარჯვებას ელოდებოდნენ, მაგრამ თურქეთმა მსოფლიოს ჩემპიონი 2:0 დაამარცხა. რომ არა ეს შედეგი, 16.7 კოეფიციენტის მქონე ბილეთი მოიგებდა.

დღესაც, როგორც წინა გადაცემებში, წამყვანი სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა გახლდათ. მისი ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 11,4 გახლავთ. 

საინტერესოა პროგნოზი საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით: ვლადიმირ ვაისის გუნდმა დანიაში ორბურთიანი (ან მეტი) ფორით არ უნდა წააგოს.

გადაცემის სტუმარი დღეს სპორტული კომენტატორი ტატო ბაციკაძე იყო. მისი ბილეთის კოეფიციენტია 12,8. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი სლოვენიის ნაკრების მოგებას აქვს ლატვიაში (1,70).

რაც შეეხება მაყურებლის ბილეთს: ევროპაბეთის მიხედვით მისი კოეფიციენტია 15,9!

კომენტარები

ბოლო ამბები