Thumbnail
  • დღეს ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალია
  • პირველი თასისთვის პორტუგალია და ჰოლანდია იბრძოლებენ

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ასაკისა, კრიშტიანო რონალდო ფეხბურთს უმაღლეს დონეზე კიდევ დიდხანს ითამაშებს.

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში

“მე მას კიდევ 3-4 წელს ვაძლევ, რადგან ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაშია და, თანაც, მოტივაციას არ კარგავს. კრიშტიანო ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება - თამაშებშიც და ვარჯიშებზეც!” - განაცხადა სანტუშმა ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსის 34 წლის სუპერვარსკვლავმა პორტუგალიის ნაკრებს ნახევარფინალში, შვეიცარიასთან ჰეთ თრიკით 3:1 მოაგებინა და ფინალში გაიყვანა. 

ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებელ რონალდ კუმანს რონალდოს წინააღმდეგ კონკრეტული გეგმა არ შეუმუშავებია: “ასეთი ფეხბურთელის 100 პროცენტით შეჩერება შეუძლებელია და ეს ძალიან კარგია,” - განაცხადა 56 წლის კუმანმა მატჩის წინ, - ეს რომ შესაძლებელი იყოს, პუბლიკას არ მოეწონებოდა.”

კრიშტიანოს წინააღმდეგ ფინალში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები