Thumbnail
  • საბერძნეთი 0:3 იტალია
  • 0:1 ბარელა (23), 0:2 ინსინიე (30), 0:3 ბონუჩი (33)

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქეს 3:0 მოუგო. რობერტო მანჩინის აძურას 3 თამაშში 3 მოგება აქვს და J ჯგუფს დამაჯერებლად 9 ქულით ლიდერობს. იტალიელებს 3 თამაშში 11 გოლი აქვთ გატანილი და ჯერჯერობით არცერთი არ გაუშვიათ.

იტალიამ 23-ე წუთზე გაიტანა. ბელოტის გადაცემით ბარელამ ისარგებლა და ნაკრებში მეორედ გამოიჩინა თავი. 7 წუთში ინსინიემ ბარკასს ულამაზესი გოლი გაუტანა და უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის ბოლო გოლი ლეონარდო ბონუჩის ანგარიშზეა, რომელმაც თავური დარტყმით 33-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და იტალიამ 3:0 მოიგო. სკუადრა აძურას მომდევნო მეტოქე ბოსნია იქნება, რომელმაც მე-3 ტურში ფინეთთან 0:2 წააგო. საბერძნეთი საკუთარ მოედანზე სომხეთს უმასპინძლებს.

საბერძნეთი 0:3 იტალია

საბერძნეთი 0:3 იტალია • სკუადრა აძურამ შესარჩევში მესამე მატჩი მოიგო 🇮🇹🇮🇹🇮🇹

Posted by Silk Sport on შაბათი, 08 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები