Thumbnail
  • ბელარუსი 0:2 გერმანია
  • 0:1 - სანე (13), 0:2 - როისი (62)

გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს. პირველზე ჩრდილოეთ ირლანდიაა, რომელსაც თამაშით მეტი, თუმცა სამიდან - სამი მოგება აქვს.

მთავარი მწვრთნელის - იოახიმ ლიოვის არყოფნაში, ნაკრები ბორისოვ არენაზე მისმა ასისტენტმა - მარკუს სორგმა გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების თავკაცი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გასულ კვირას კლინიკაში მოხვდა.

შეხვედრაში ანგარიში, მეტოქის საჯარიმოში ეფექტური თამაშის შემდეგ - ლეროი სანემ გახსნა. სანეს საწყის 15 მატჩში ნაკრების რიგებში გოლი არ გაუტანია, მაგრამ ახლა ბოლო 5 შეხვედრაში სიტის შემტევმა მეოთხედ გაიტანა!

სხვაობა ორამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - მარკო როისმა გაზარდა და ნაკრებს შედარებით დამაჯერებლად მოაგებინა. გერმანიამ ჯამში ზედიზედ მეცამეტე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი (მსოფლიო და ევროპა ერთად) მოიგო, რითიც 2010-12 წლებში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

მარკო როისის გოლი ბელორუსიის ნაკრების კარში

მარკო როისის გოლი ბელორუსიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on შაბათი, 08 ივნისი, 2019

იოახიმ ლიოვის გუნდი შემდეგ შეხვედრას 11 ივნისს გამართავს, სადაც გერმანელები მაინცის ოპელ არენაზე ჯგუფის მეოთხეადგილოსან ესტონეთს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები