Thumbnail

დიდი 10 - ბათუმი ჩემპიონატზე გადმოერთო, ჩემპიონებმა თამაში მოიგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაგრატი 10:26 ბათუმი.
  • ბათუმმა ქუთაისში მოიგო.
  • არმაზი 5:31 ჯიქი.
  • ჩემპიონები ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

დასრულდა დიდი ათის მე-11 ტური. ბაგრატმა ქუთაისში ბათუმს უმასპინძლა და 10:26 დამარცხდა. ბათუმი კონტინენტის ფარის პლეი ოფში ასპარეზობას ტიმიშოარა სარასენსთან გამოეთიშა, კლუბი ჩემპიონატზე გადმოერთო და 2018 წლის პირველი მატჩიც მოიგო.

მასპინძლები ზვიად ოდიშარიას ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა 23-ე წუთზე ვანო ფუტკარაძემ ბაგრატს ლელო დაუდო, რომელიც დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახა და სტუმრებმა ტაიმი 3:7 მოიგეს.

მეორე ტაიმის განახლებიდან ექვს წუთში ლაშა ხმალაძემ მეორე ლელო დადო ბაგრატის ჩათვლის მოედანში. სტუმრებმა კიდევ ორი ლელოს გატანა მოახერხეს, თავი ბექა მამრიკიშვილმა და დავით ტრაპაიძემ გამოიჩინეს. 72-ე წუთზე ზვიად ოდიშარიამ მოახერხა ერთი საპასუხო ლელოს გატანა, ოდიშარიამ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 10:26 დააფიქსირა.

ფოტო : FB/DIDI 10
ბათუმმა ბაგრატს ამ სეზონში ორივე მატჩი მოუგო. პირველ წრეში - 43:3, მეორე წრეში - 26:10.

შევარდენზე არმაზმა ჯიქს უმასპინძლა და 5:31 დამარცხდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. ანგარიში მამუკა ნინიძემ ჯარიმით გახსნა. 32-ე წუთზე ნიკა ბიწაძემ არმაზს პირველი ლელო დაუდო, 6-წუთში ბიწაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, მამუკა ნინიძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ჯიქმა ტაიმის დასრულებამდე კიდევ ერთი ლელოს დადება მოასწრო, დიტო კიკნაძის ლელო მამუკა ნინიძემ გარდასახა და გორელებმა ტაიმი 24:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში ჩემპიონებმა კიდევ ერთი ლელო დადეს. მამუკა ნინიძემ 69-ე წუთზე გამოიჩინა თავი და მეოთხე გარდასახვაც ზუსტად დაარტყა. ერთადერთი, რაც არმაზმა მოახერხა, პრესტიჟის ლელოს დადება იყო. 75-ე წუთზე გიორგი კვესელაძემ გამოიჩინა თავი. ბაგრატი ბოლო ადგილზე ხუთი ქულით დარჩა. ჯიქს 33-ქულა აქვს და ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს.

ფოტო : FB/DIDI 10
ჯიქებმა ამ სეზონში არმაზს ორივე მატჩი მოუგო. პირველ წრეში - 20:14. მეორე წრეში - 31:5.

მე-12 ტურის მატჩები ორ თებერვალს დაიწყება და ოთხ თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები