Thumbnail

FIFA 20 | ქუჩის ფეხბურთის და ფუტსალის დამატებით - ნახეთ ტრეილერი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ახალი ფიფა - ფუტსალი + ქუჩის ფეხბურთი
  • 27 სექტმებერი, 2019 - გამოშვების თარიღი...

EA Sports-ი ფიფას მოყვარულებს, მომავალი 3 კვირის მანძილზე FIFA 20-ის შესახებ სიახლეებს გააცნობს და თამაშის ახალი ტრეილერიც ამის მაგალითია.

ახალ ფიფაში მოთამაშეებს საშუალება ექნებათ ქუჩის ფეხბურთი 3 v 3 (მეკარის გარეშე), 4 v 4 და 5 v 5-ზე ითამაშონ, ასევე პროფესიული სახის ფუტსალიც.

ამსტერდამის მიწისქვეშა გადასასვლელი, რკინგის გალია ლონდონის გარეუბანში, ტოკიოს ცენტრში სახურავი - ეს ფიფას ქუჩის ფეხბურთის ლოკაციები, რომელსაც ახალ თამაშში შეხვდებით.

ქუჩის ფეხბურთის რეჟიმს VOLTA Football ჰქვია. ამ რეჟიმში მოთამაშეებს შანსი აქვთ ითამაშონ 'სთორი' და ონლაინ ლიგა, რომელიც დაქვეითება დაწინაურების პრინციპით ტარდება.

თუკი უბრალოდ ქუჩის ფეხბურთის თამაში გსურთ, არც ეგ არის პრობლემა - აირჩევთ ფავორიტ კლუბს და მეგობარს, ან კომპიუტერს დაუპირისპირდებით. 

რა თქმა უნდა, სიახლეები ამით არ სრულდება. EA-მ მცირე ხნის წინ თამაშის გეიმფლეიში შემავალი სხვა სიახლეებიც გამოაქვეყნა. როგორც დეველოპერი ამბობს, მათ გეიმერებს მოუსმინეს და ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებები სწორედ ასე მიიღეს. ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცვაში მყოფი იმ ფეხბურთელების ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესება იყო, რომელსაც მოთამაშე არ აკონტროლებს. EA-ს სურს, რომ მოთამაშე მათ გადაწყვეტილებაზეც ახდენდეს გარკვეულ გავლენას.

ერთი-ერთზე კარში დარტყმის დროსაც მრავალ სიახლეს შეამჩნევთ. თუკი წარსულში ხშირი იყო მეკარის არაადამიანური რეაქცია, FIFA 20-ში ამას ნაკლებად შეხვდებით. ასეთ დროს, გაუმჯობესებულია შემტევის სიზუსტეც, შესაბამისად მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა უფრო ხშირად დასრულდება შედეგიანი დარტყმით.

მოთამაშისათვის უფრო რთული იქნება ცრუ მოძრაობების გადაბმა. იმის შანსი, რომ ამ დროს თქვენ მიერ კონტროლირებადი ფეხბურთელი ბურთს დაკარგავს, წინა ვერსიებთან შედარებით ბევრად დიდია. არასწორი, ან ცუდი პოზიციიდან გაკეთებული გადაცემები - არაზუსტი, ნელი და სუსტი იქნება, რაც მათ არაეფექტურობას გამოიწვევს.

EA მუდამ ამბობს, რომ მათ სურთ საფეხბურთო სიმულატორი ერთდროულად გასართობიც იყოს და თან რეალობასაც ასახავდეს. თუკი წელს ისინი ყველა დანაპირებს შეასრულებენ, დასახული მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები