Thumbnail

როლან გაროსი | ტიმმა ჯოკოვიჩს მოუგო და ფინალში ნადალს ხვდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დომინიკ ტიმი 6:2, 3:6, 7:5, 5:7, 7:5 ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • დომინიკ ტიმის მეტოქე ფინალში რაფაელ ნადალი იქნება

როლან გაროსის მეორე ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული დომინიკ ტიმი გახდა, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი ხუთ სეტში,  6:2, 3:6, 7:5, 5:7, 7:5 დაამარცხა და ფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში როჯერ ფედერერს სამ სეტში სძლია. უამინდობის გამო, შეხვედრა რამდენჯერმე შეწყდა. დაპირისპირება 4 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.

რეიტინგის პირველმა ნომერმა მიმდინარე სეზონში მეექვსე შეხვედრა წააგო. ტიმი და ნადალი როლან გაროსზე ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან. ნადალს წინა სამი მატჩი მოგებული აქვს და ესპანელმა სამივე შეხვედრაში 3:0 გაიმარჯვა. ბოლო შეხვედრა ტიმსა და ნადალს შორის ტიმის გამარჯვებით დასრუდა - ავსტრიელმა ნადალს ბარსელონაში ორ სეტში, 6:4, 6:4 სძლია.

ფინალი 9 ივნისს გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 17:00-საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს SILK UNIVERSAL-ზე იხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები