Thumbnail

მესუთ იოზილი მსოფლიოს მასშტაბით 1000 ბავშვს გადაუდებელ ოპერაციას დაუფინანსებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იოზილი 1000 ბავშვს დაეხმარა
  • 'ფეხბურთელობა პრივილეგიაა' - ამბობს იოზილი

მართალია არსენალის ათიანი - მესუთ იოზილი ბოლო სეზონი მოედანზე კარგად ვერ გამოიყურება, მაგრამ მისი საქციელი მოედანს მიღმა ყველა ფეხბურთელისთვის სამაგალითოა.

იოზილი და მისი მეუღლე ამინე გულსე მსოფლიოს მასშტაბით 1000 ბავშვს დაეხმარნენ - წყვილმა ათასივე ბავშვს გადაუდებელი-სასწრაფო ოპერაცია დაუფინანსა.

2014 წელს ბრაზილიაში მოგებული მუნდიალის პრემიალური თანხით, რაც დაახლოებით 240,000 გირვანქას შეადგენდა, იოზილი ბრაზილიაში 23 ბავშვს გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებით დაეხმარა.

"ფეხბურთელობა პრივიელგიაა..." - ამბობს იოზილი "მაგრამ ამ პრივილეგიას სწორად გამოყენება უნდა და ამ ქმედებით მგონია, რომ სწორ საქმეს ვაკეთებ."

კომენტარები

ბოლო ამბები