Thumbnail
  • მადრიდის რეალი ინგლისიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გადმობირებას აპირებს
  • სამეფო კლუბის სამიზნე მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბაა
  • მადრიდელები მანჩესტერ იუნაიტედთან გარიგებაში გარეტ ბეილის ჩართვას აპირებენ

მადრიდის რეალმა ლონდონის ჩელსიდან ედენ აზარი უკვე დაიმატა, ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, ბელგიელი ერთადერთი არაა, ვისაც "სამეფო კლუბი" ინგლისიდან ამ ზაფხულს წაიყვანს. წერენ, რომ მადრიდელთა მომდევნო შენაძენი პოლ პოგბა იქნება და ტრანსფერზე მოლაპარაკებებში გარკვეული წინსვლაც არის. 

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი რეალის შუა ხაზის გასაძლიერებლად პრიორიტეტული კანდიდატია. 26 წლის პოგბას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხილვით კი, განსაკუთრებით მისი თანამემამულე, რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია. 

პოგბას მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება კარგა ხანია სურს

ცოტა ხნის წინ დასრულებულ სეზონში პოლ პოგბამ 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და მიითვალა 11 საგოლე პასი. ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt.de-ს ვარაუდით, ფრანგის საბაზრო ფასი ამ დროისთვის 90 მილიონ ევროს შეადგენს. 

ინგლისური გამოცემები წერენ, რომ მადრიდელები, პოლ პოგბას ტრანსფერის განსახორციელებლად, მანჩესტერ იუნაიტედთან გარიგებაში გარეტ ბეილის ჩართვას აპირებენ. ცნობილია, რომ უელსელი არ არის კმაყოფილი თავისი მდგომაროებით და კლუბის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

გარეტ ბეილის მომავალი რეალში ბუნდოვანია 

გარეთ ბეილმა რეალის მაისურით 42 მატჩში ითამაშა, გაიტანა 14 გოლი და 6 საგოლე პასით გამოირჩა. Transfermarkt.de 29 წლის თავდამსხმელს 70 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები