Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 8 ივნისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ გადაცემის წინა, 4 ივნისის გამოშვებაში, მისი წამყვანის, ლუკა ხოჯავას ბილეთმა გაიმარჯვა. ლუკას ბილეთი 7 პოზიციისგან შედგებოდა, მისი ჯამური კოეფიციენტი კი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,1-ს შეადგენდა. 

დღესაც, როგორც წინა გადაცემებში, წამყვანი სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა გახლდათ. მისი ბილეთი ამჯერად 5 პოზიციისგან შედგება, ხოლო ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 15,3-ია. წამყვანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ევრო 2020-ის შესარჩევში, მოლდოვა-ანდორას მატჩში, მასპინძელთა მინიმუმ 2 ბურთით მოგებას აქვს - 2,75. 

ლუკა ხოჯავას ბილეთი ასე გამოიყურება:

გადაცემის სტუმარი სპორტული ჟურნალისტი გიორგი ბარბაქაძე იყო, რომელმაც 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა. მისი ბილეთის კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,7-ია.

გიორგის ვარაუდით, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან პირველ ტაიმს 10 და მეტი ქულის სხვაობით არ წააგებენ, არგენტინა კი, სულ ცოტა, 16 ქულის სხვაობით მოუგებს.   

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 16,7-ია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები