Thumbnail

ინგლისის საგრაფოების ნაკრებმა საქართველო XV დაამარცხა

  • საქართველო XV 15:28 ინგლისის საგრაფოები
  • მომდევნო მატჩი 11 ივნისს ავჭალის სტადიონზე გაიმართება

საქართველო XV-მა ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ამხანაგური სერიის პირველი მატჩი 13 ქულით, 15:28 დათმო. ქართველმა მორაგბეებმა მატჩში 2 ლელო დადეს, მამუკა ნინიძემ თითო ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა, რაც ბესიკ ხამაშურიძის გუნდს მოსაგებად არ ეყო.

ქართველების მხრიდან პირველი ლელო მე-13 წუთზე გურამ ქანდაურაშვილმა გაიტანა. ის ფრთაზე მარტო დარჩა, რის შემდეგაც სისწრაფე აკრიფა და ლელოს დადება არ გაუჭირდა.

''ბორჯღალოსნებმა'' მეორე ლელო 45-ე წუთზე დადეს. გურამ შენგელიას შეჩერება ინგლისელება ვერ შეძლოს და ლელოც მიიღეს, თუმცა მატჩის მოგება მაინც მოახერხეს და თბილისში გამარჯვებულები ჩამოდიან, სადაც მეორე ამხანაგური მატჩი 11 ივნისს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

გურამ შენგელიას ლელო ინგლისის საგრაფოებთან 🇬🇪

გურამ შენგელიას ლელო ინგლისის საგრაფოებთან 🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 07 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები