Thumbnail
  • ეროვნული ნაკრების მოთამაშეები დანიასთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან
  • ხვიჩა კვარაცხელიამ ბავშვობის ოცნება აიხდინა
  • პაპუნაშვილი გატანილი გოლით ბედნიერია და დანიასთან მატჩს ელის

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარს 3:0 მოუგო და შესარჩევ ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ნაკრების ფეხბურთელებმა მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრა შეაფასეს და დანიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრეს. ხვიჩა კვარცხელიამ აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშით ბავშვობის ოცნება აისრულა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა საკუთარ ფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

ოთარ კაკაბაძე: კმაყოფილები უნდა ვიყოთ. თამაში მოვიგეთ, სამი ქულა ავიღეთ და ანგარიშიც მისაღებია. მომდევნო მატჩამდე მხოლოდ ერთ ვარჯიშს ვასწრებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალები დროულად აღვიდგინოთ.

გიორგი ლორია: ყველა ასეთ იოლ თამაშს მოელოდა და ჩვენც მარტივად მოვიგეთ. დანია არის საუკეთესო ნაკრები ჩვენს ჯგუფში. ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობენ, რაც სხვანაირად მოქმედებს. ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

გურამ კაშია: კომფორტულად ვგრძნობდით თავს და საკმაოდ იოლად მოვიგეთ. კარგია, რომ დიდი ენერგია არ დაგვიხარჯავს, რადგანაც სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გველის. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მიეცათ, რომ თავი გამოეჩინათ, რაც მოახერხეს. დანიაშიც უნდა ვცადოთ ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა. სტუმრადაც თამამად უნდა ვითამაშოთ.

ვაკო გვილია: ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს გამარჯვება უკვე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ.

ხვიჩა კვარაცხელია: უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი ვარ, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ და ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა. ოცნება ავიხდინე ეროვნულ ნაკრებში თამაშით, მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს.

გიორგი პაპუნაშვილი: ამ სეზონში ნახევარი წელი გამიცდა და ჩემს ფორმას უარყოფითად შევაფასებდი, მაგრამ ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარე, გოლი გავიტანე და დღევანდელი მატჩით კმაყოფილი ვარ.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები