Thumbnail
  • ვატო მე-4 არველაძეა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში გაიტანა
  • ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეჯამა და დანიასთან შეხვედრაზე ისაუბრა

ვატო არველაძემ ეროვნული ნაკრების მაისურით მეორე შეხვედრა ჩაატარა. ის პირველად მოხვდა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში და სადებიუტო გოლიც გაიტანა. მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა გიბრალტართან გამართული შეხვედრა შეაფასა და დანიაში გასამართ მატჩზე ისაუბრა.

ვატო არველაძე: უპირველეს ყოვლისა, კარგია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ და მოვიგეთ. ამ თამაშმა თავდაჯერება შეგვმატა და დანიასთან თამაში გაგვიადვილდება. რაც შეეხება ჩემს გოლს, ძალიან მიხარია, რომ ტრადიცია გავაგრძელე და გოლი გავიტანე.

გოლი მთელ საქართველოს, ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით ჩემს შეყვარებულს ეძღვნებოდა, რომელსაც დაბადების დღე აქვს. ძირითადში თამაშის გამო წნეხი ნამდვილად არ ყოფილა, ბიჭები ადაპტაციაში დამეხმარნენ. უბრალოდ, მაინც ვნერვიულობდი, რადგანაც ვიცოდი, რა მნიშვნელობის თამაში იყო ჩემთვის და ვცდილობდი, რომ თავი გამომეჩინა. 

'დანიასთან ძალიან რთული მატჩი იქნება . ეს ორი დღე დავისვენებთ, რის შემდეგაც ერთი ვარჯიში დაგვრჩება და იმედი მაქვს, რომ დანიაშიც მოვიგებთ.''

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები