Thumbnail
  • ფარერის კუნძულები 1:4 ესპანეთი
  • სხვა მატჩების შედეგები

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში ესპანეთის ნაკრები ფარერის კუნძულებს ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. 

მე-6 წუთზე ისკომ ჩამოაწოდა და სერხიო რამოსმა თავით ანგარიში გახსნა. მე-19 წუთზე ხესუს ნავასი მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და ორამდე გაზარდა ანგარიში. 30-ე წუთზე მასპინძელმა ოლსენმა ეფექტური დარტყმით გაიტანა, თუმცა 4 წუთში ისკოს დარტყმული მასპინძელთა კარში რიკოშეტით შევარდა. 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს ფარერის კუნძულებზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ გაყვა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე.

ერთი გოლიც მეორე ტაიმში გავიდა - ხოსე გაიამ მასპინძელთა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. 
ესპანეთის ნაკრებს 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, ფარერის კუნძულების ნაკრები კი უქულოდ ბოლო ადგილზეა. 

სერხიო რამოსმა კარიერაში 122 სანაკრებო მატჩი მოიგო და ამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა, მან იკერ კასილიასს (121) გადაუსწრო. 

ესპანეთი (4-3-3): კეპა - ხესუს ნავასი, სერხიო რამოსი (46. დ. ლორენტე), ერმოსო, გაია - სერხი რობერტო, როდრიგო, კასორლა - ასპასი (56. ასენსიო), მორატა, ისკო (74. რუისი)

ევრო 2020-ის სხვა მატჩები

ავსტრია 1:0 სლოვენია
ჩეხეთი 2:1 ბულგარეთი
ლატვია 0:3 ისრაელი
ლიტვა 1:1 ლუქსემბურგი
მონტენეგრო 1:1 კოსოვო
ჩრ. მაკედონია 0:1 პოლონეთი
ნორვეგია 2:2 რუმინეთი
შვედეთი 3:0 მალტა
უკრაინა 5:0 სერბეთი

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დანია
  • ფრე
  • საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები