Thumbnail

საქართველომ მე-3 ადგილი შეინარჩუნა - კოპენჰაგენში დანიამ ირლანდიას ვერ მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დანია 1:1 ირლანდია
  • 1:0 ჰოიბერგი (76), 1:1 დაფი (85)

კოპენჰაგენის "პარკენზე" ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩი გაიმართა D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, დანიამ ირლანდიას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა

დანიელთა უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, თუმცა 76-ე წუთზე შეცვლაზე პიერ-ემილ ჰოიბერგმა თავურით გახსნა ანგარიში.

ჰოიბერგის გოლი ირლანდიის ნაკრების კარში

ჰოიბერგის გოლი ირლანდიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on პარასკევი, 07 ივნისი, 2019

ირლანდიამ 85-ე წუთზე გაათანაბრა, შეინ დაფიმ თავით გაიტანა. ირლანდია 7 ქულით ჯგუფის ლიდერია, დანიას კი მხოლოდ 2 ქულა აქვს და საქართველოს ნაკრებს ქულით ჩამორჩება. 10 ივნისს საქართველოს ნაკრები "პარკენს" ესტუმრება.

დაფის გოლი დანიის ნაკრების კარში - 1:1

დაფის გოლი დანიის ნაკრების კარში - 1:1

Posted by Silk Sport on პარასკევი, 07 ივნისი, 2019

სატურნირო მდგომარეობა 

კომენტარები

ბოლო ამბები