Thumbnail
  • ედენ აზარი მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდა
  • ბელგიელ ფეხბურთელს 13 ივნისს წარადგენენ

მადრიდის რეალმა ზაფხულის მეორე ტრანსფერი განახორციელა. ლუკა იოვიჩის შემდეგ, სამეფო კლუბს ედენ აზარი შეუერთდა, რომელმაც კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 28 წლის ფეხბურთელს 13 ივნისს წარადგენენ. ლონდონელები ბელგიელის სანაცვლოდ 88 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებენ.

ედენმა ჩელსიში 352 თამაშში 110 გოლი გაიტანა. ის ''არისტოკრატებს'' 2012 წელს ლილიდან შეურთდა. მან ლონდონურ კლუბთან ერთად ევროპალიგის ორი ტიტულის მოგება მოახერხა. ის ყველაზე ძვირადღირებული ბელგიელი ფეხბურთელი გახდა.

''მან ჩელსიში საოცარი წლები გაატარა და დიდი ბედნიერება მოგვიტანა. ის იყო ნამდვილი პროფესიონალი, რომელმაც ჩვენს გუნდს დიდი წარმატება მოუტანა'' - განაცხადა ჩელსის დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ.

🙌 Eden Hazard is a madridista! #WelcomeHazard | #RealMadrid

Posted by Real Madrid C.F. on პარასკევი, 07 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები